ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ელენე ხოშტარიას პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს. სწორედ მედიკოსის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება, როგორ გაგრძელდება მკურნალობის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ცოტა ხნის წინ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები მივიდნენ. მათი თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მძიმეა.