ელენე ხოშტარია წერილს აქვეყნებს

15:13, 29.03.2025

ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში რჩება პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ხოშტარია მისმა ადვოკატმა მოინახულა. თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მის კლიენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. უფლებადამცველი განმარტავს იმასაც, რომ ხოშტარია ან 48 სთ-ში უნდა გაათავისუფლონ, ან სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.

პარალელურად, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა თავად ელენე ხოშტარიამ. ის წერს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ღირსების შემლახავად მოექცნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცველებმა, სულ ოთხი პირი დააკავეს, მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, კიდევ ორი პირი კი, მათ შორის ელენე ხოშტარია, ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

მსგავსი