ელენე ხოშტარიამ წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა – პარტია „დროას“ ლიდერი დაწესებულებაში თითქმის 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და იზოლატორიდან წერილიც გაავრცელა, სადაც შსს-ს თანამშრომლები ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ის დეტალურად იხსენებს გუშინდელი ღამის მოვლენებს და ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად, იზოლატორში კი ფსიქოლოგიურად იძალადეს.
დაკავებული დღეს უფლებადამცველმა მოინახულა, რომელიც მის კლიენტს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ხოშტარიას სანახავად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა ნიკა გვარამიაც.
„დროას“ ლიდერი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.