ელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე ხოშტარია დაკავებულია – სამართალდამცავებმა ის საკუთარ სახლთან აიყვანეს. მას გამოძიება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება. შსს-ს მომხდარზე საქმე აღძრული აქვს. შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

გამოძიება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.