ეკატერინე გორგოძემ საბინა შარიპოვა ორ სეტში 6-4, 6-1 დაამარცხა

ქართველი ჩოგბურთელის წარმატება ყაზახეთში. ასტანაში გამართული შეჯიბრის ფინალურ შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ უზბეკი საბინა შარიპოვა ორ სეტში 6-4, 6-1 დაამარცხა. ქართველის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საპრიზო ფონდი 80 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

გორგოძემ ფინალამდე ოთხი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობიდან. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა წყვილთა თანრიგშიც მოახერხა ფინალამდე გასვლა, თუმცა, გორგოძე-მურადოვას წყვილი გადამწყვეტ დაპირისპირებაში დამარცხდნენ.