EBRD-ი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს

12:15, 29.03.2022

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს. ორგანიზაციამ მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება, ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებების გარდაუვალი შედეგია“, – წერია განცხადებაში. ბანკი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და აღნიშნავს, რომ უკრაინისა და ომით დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად ორი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

მსგავსი