ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ათ პირს ბრალი წარედგინა
„ქოლცენტრების საქმეზე“ ათ პირს, მათ შორის ელისო კილაძესა და ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინათ. ელისო კილაძე დაკავებულია როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. პროკურატურისვე განცხადებით: ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.