ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. საქალაქო სასამართლოში ყარამანიშვილების ადვოკატმა სარჩელი უკვე შეიტანა. სარჩელის მოთხოვნაა, გაუქმდეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის წილები ქიბარ ხალვაშზე გადაფორმდა.

მისივე განმარტებით, გასაჩივრების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, შესაძლოა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, რის შემდეგაც დავა ქართულ სასამართლოში თავიდან უნდა დაიწყოს.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია კი აცხადებს, რომ ყარამანიშვილების სარჩელს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი იქნებიან მესამე პირად და ყველა სამართლებრივ შეკითხვას უპასუხებს „რუსთავი 2“.