ძიუდოს ფედერაციაში დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი სპორტსმენები შეიკრიბნენ

ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციაში დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები, ვეტერანი სპორტსმენები, მსაჯები და მწვრთნელები შეიკრიბნენ. განცხადება გააკეთა ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრმა ბერდია გუგავამ, რომელმაც ძიუდოისტებს აქციების გამართვის ნაცვლად, 10 მაისს ყრილობაზე მისვლისკენ მოუწოდა, სადაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ანგარიშს წარადგენს.

დღეს ძიუდოისტების ნაწილმა ვაკის პარკში აქცია გამართა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვა. ერთპიროვნული მმართველობა ფედერაციაში და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – ეს ის პრობლემებია, რასაც სპორტსმენები სწორედ ქევხიშვილის მმართველობას უკავშირებენ.

გეგი კიკაბიძე გვეტყვის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.