ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის

ძიუდოისტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა მაინც ტარდება. თუმცა ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარალელურად, ძიუდოს ფედერაციასთან შეკრებილები არიან ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერები.