ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ, პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ მინისტრს მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.