ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე მედალი ახალგაზრდა ლუკა მაისურაძემ მოუტანა.

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მედლისთვის შეხვედრაში ლუკა მაისურაძე მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, ირანელ საიდ მოლაის დაუპირისპირდა და მეტოქეს შეხვედრის დასრულებამდე 46 წამით ადრე, მეორე ვაზარით სძლია.

დატოვე კომენტარი