ძებნა-შველის სიმულაციური სწავლება ჩაქვში

12:28, 28.07.2025

 ჩაქვში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას შს მინისტრი დაესწრო. სცენარის მიხედვით, სწავლების დაწყებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა თვითმფრინავმა ზღვის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც, სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები წარიმართა.

სწავლების მიზანია საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და ინფორმაციისა და შეტყობინების მიღების პროცედურების სრულყოფა.

მსგავსი