უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ძალაში შევიდა – საუბარია კანონზე, რომელსაც ხელისუფლება ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგს უწოდებს. კანონის თანახმად, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება აქვთ. მის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი კი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც ექვს თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
მმართველი გუნდი კანონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა აუცილებელია. კრიტიკულია ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ მიღებულ კანონს ამერიკულ FARA-თან საერთო არაფერი აქვს.
ხატია ჯამალაშვილის რეპორტაჟი.