ძალაში შევიდა ამერიკული FARA-ს ანალოგი

 „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამოქმედებულია. კანონის თანახმად, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება აქვთ. მის აღსრულებაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი კი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც ექვს თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ, მასზე კი ვინც კანონის ჩარჩოში არ მოექცევა, აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება – ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა.

მმართველი გუნდი კანონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა აუცილებელია. კანონს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მიზანი მხოლოდ რეპრესიების გაგრძელებაა.