ძალადობის ფაქტები აქციებზე – გამოხმაურება

12:10, 09.05.2026

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა, ზუსტად რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმეზე პოლიტიკური შეფასებები არ წყდება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას – ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი მედიასთან საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან, მისივე განმარტებით, ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ბრალს აღიარებს.

საქმე ეხება 2024 წლის 30 ნოემბერს მომხდარ თავდასხმებს და იმავე წლის 30 აპრილს განხორციელებულ ძალადობას. ხუთ დაკავებულს ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და საპროტესტო აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ედებათ ბრალი.

მსგავსი