ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე

15:22, 10.03.2025

ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. უფლებადამცველები ნაწილობრივ დახურული პროცესის გახსნას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ წინა სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. დაკავებულებს პროკურატურა პარლამენტის წინ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი