დუბაიში აშშ-ის საკონსულოზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
დუბაიში, აშშ-ის საკონსულოზე დრონით თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მომხდარი დაადასტურა სახელმწიფო მდივანმა. მარკო რუბიოს თქმით, თავდასხმის დროს საკონსულოში არავინ იმყოფებოდა, რადგან პერსონალმა შენობის დატოვება მოასწრო. ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ მეზობლებთან უსაფრთხო საჰაერო დერეფნები გახსნეს, რათა მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას ხელი შეუწყონ.