დუბაის აეროპორტი დროებით დაიხურა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების მიზნით, ყველა ფრენა დროებით შეჩერებული იყო. ოფიციალურ განცხადებაში ეს გადაწყვეტილება მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიის ეკიპაჟის უსაფრთხოებით ახსნეს. მოგვიანებით ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები განახლდება და ჯავშნის მქონე მგზავრებს აეროპორტში გამოცხადება შეუძლიათ. მანამდე „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხელისუფლება ამას „მცირე ინციდენტს“ უწოდებს. მათ ასევე უარყვეს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დუბაის აეროპორტი დაზიანდა.