დუაიტ ჰოვარდის დებიუტი სუპერ ლიგაში

21:38, 10.10.2026

ისტორიული მოვლენა ქართულ საკალათბურთო სუპერლიგაში – „ბლექ ფორტრისის“ რიგებში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ტიტულოვანმა კალათბურთელმა, დუაიტ ჰოვარდმა ითამაშა.
NBA-ს ჩემპიონი, 8 გზის ოლსტარი და სამ გზის სეზონის საუკეთესო დამცველის წოდების მქონე ცენტრმა ქართულ სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი გორის „ივერიონის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, დუაიტ ჰოვარდი საქართველოს მოკლევადიანი კონტრაქტით ეწვია და ის სუპერლიგაში კიდევ ერთ ან ორ მატჩს ჩაატარებს.

მსგავსი