დრონებით თავდასხმის საქმე – გერმანია რუსეთს ადანაშაულებს 

21:18, 02.09.2026

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკაცრი პასუხი მოსკოვს. მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ 4 აგვისტოს მის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა, ევროპელი ლიდერები რუსეთიდან გაზრდილ საფრთხეებზე საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავენ. სწორედ 4 აგვისტოს ინციდენტზე რეაგირების გზები იყო მთავარი თემა ირლანდიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება და ახალი სანქციების მიღება დააანონსეს.

ოფიციალური ბერლინი ლაიფციგ-ჰაელსის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე დრონებით თავდასხმის უკან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კვალს ხედავს. დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო სავსე. ევროკავშირის ლიდერები თავდასხმას ევროპის ტერიტორიაზე ახალ ესკალაციად აცხადებენ და ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში საჰაერო სივრცის გახშირებულ შემთხვევებზე მიუთითებენ. მოსკოვის მხრიდან ბრალდების უარყოფის მიუხედავად, გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ზომები აამოქმედა.

მსგავსი