დრონებით თავდასხმა ქალაქ კრასნოდარზე

15:10, 22.07.2026

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, დრონების შეტევის შედეგად, ვაილდბერისის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოჯისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება აღნიშნულის ამსახველი ვიდეოები. თვითმხილველების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქალაქში 20-30 აფეთქების ხმა გაისმა. მათი თქმით, საჰაერო განგაში მხოლოდ ინციდენტის შემდეგ დაახლოებით ორი წუთით ჩაირთო, შემდეგ კი გაითიშა. თავად კომპანიის განცხადებით, იერიშების შედეგად არიან დაშავებულები.

მსგავსი