დროებითი ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის

12:14, 09.05.2026

შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი შესაძლოა გახანგრძლივდეს. სამდღიანი ზავი  მხარეებს შორის 1 000 ტყვის გაცვლასაც ითვალისწინებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოსცა განკარგულება, რომ რუსეთმა 9 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეძლოს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი უკრაინული შეიარაღების სამიზნე არ იქნება. ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაადასტურეს მოსკოვშიც.

მსგავსი