დროებითი ზავი

ისრაელ-ჰამასს შორის ზავი ამოქმედებულია – იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბრუნდებიან. სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში, „ჰამასმა“ 48 მძევალი, ისრაელმა კი 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

სანამ მსოფლიო ლიდერები ომის დასრულებისა და ღაზის სექტორის მომავლის განხილვის მიზნით კაიროში შეხვედრას აანონსებენ, ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ზავის ამოქმედების შემდეგ, ლიბანი დაბომბა.