დროებითი ზავი

დღეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი შედგება. ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს 14 მძევლის სანაცვლოდ გაუშვებს. დროებითი ზავის პირობებში, მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის 13, ტაილანდის ათი და ფილიპინების ერთი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან, მანამდე კი სამედიცინო შემოწმება ეგვიპტეში ჩაუტარდათ. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გათავისუფლებული პირების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.