დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავენ. კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ გორის ბაზრის მესაკუთრე – ჯემალ წიკლაური და გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არასრულწლოვანი პატიმარი იყო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გუშინ გაფართოვდა. ცვლილების მიხედვით, საგამოძიებო კომისია – გამოიკვლევს არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდს, არამედ 2012 წლიდან დღემდე პერიოდში, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობას. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, მსგავსი სახის კომისიები რეპრესიული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.