პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დაიწყო – ამ წუთებში სხდომაზე გიორგი გახარიას უსმენენ. ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების განსახილველად დაიბარეს. საგამოძიებო კომისიის სხდომის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხზე მიმდინარეობს.