დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი
 საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს ამ წუთებში უყრიან. საუბარია 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლასა და პასუხისგებაზე. დილიდან დადგენილების პროექტი დეპუტატებმა უკვე განიხილეს. კენჭისყრის შემდეგაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტებს განსაზღვრავს.
რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციონერი დეპუტატებით უნდა დაკომპლექტდეს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილებს უმრავლესობიდან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები დაიკავებენ. კომისია პარლამენტში პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხებს პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში, საჯაროდ განიხილავს.