დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას. პროცედურის მიხედვით, ამის შემდგომ საპროცედურო კომიტეტი დაადგენს კომისიის შემადგენლობის განსაზღვრულ კვოტებს, რომელსაც ფრაქციები წარმოადგენენ – საგამოძიებო კომისიაში ორი ფრაქცია იქნება: – „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“. დროებითი საგამოძიებო კომისია 2003 წლიდან 2012 წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულებს შეისწავლის და საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში შეფასების დოკუმენტს მოამზადებს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ განხილვის თემაა პოლიტიკოსებში.