დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა

პარლამენტში მალე დაიწყებს მუშაობას საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ორშაბათს ეს ინიციატივა ბიუროს სხდომაზე გავა, ამის შემდეგ კი კომისია შეიქმნება და ექვსთვიანი საგამოძიებო პროცესი დაიწყება. მმართველი გუნდი ამ პროცესის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია კი კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ოპოზიციის კვოტას, სავარაუდოდ, „ხალხის ძალა“ აითვისებს.