დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა

15:13, 05.09.2025

დროებითი საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიანი დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის საფუძველზე, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას მოითხოვს. მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს და 2003 წლიდან დღემდე ჩადენილ დანაშაულებზე მიუთითებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია კი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპონენტების პოლიტიკურ დევნად აფასებს.

მსგავსი