წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ შეხვედრას, სავარაუდოდ, ორშაბათს გამართავს. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრის ნაწილი საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.
გუშინდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი, კომისიის მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს. განისაზღვრა ის მიმართულებებიც, რაზეც პირველი სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ. საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს ის გარემოებები, რაც მათი თქმით, დაკავშირებულია რუსეთ-საქართველოს ომთან და ასევე სხვა საკითხებთან. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია.