დონალდ ტრამპმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს ომის შეჩერებისკენ მოუწოდა
დონალდ ტრამპმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მხარეებს ომის შეჩერებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი შტატების ლიდერს დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას ამერიკისგან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკის მედიასთან დეტალურად აღარ უსაუბრია. მან თქვა, რომ რუსეთს ეშინია ამ იარაღის, რადგან იციან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გამოყენებას.