სიტყვიერი დაპირისპირება ოვალურ კაბინეტში. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა. თეთრ სახლში განვითარებული მოვლენები მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ნახა.
შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, მისმა ადმინისტრაციამ კი მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.
ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის კონფლიქტსა და ხმამაღალ საუბარს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა – ქეთი ჩოხელი შემოგვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.