დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა
ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა – დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ, სხვა საკითხებთან ერთად, „პეტრიოტის“ სისტემების წარმოების ლიცენზიებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.
პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომელიც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა მოამზადა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უკრაინის მიმართ მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.