სიტყვიერი დაპირისპირება ოვალურ კაბინეტში და მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჩავარდა და უკრაინული იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ შედგა. ამის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება მოსთხოვა.
ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენები და მწვავე კამათი მსოფლიომ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ნახა. შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, მისმა ადმინისტრაციამ კი მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპი თვლის, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის. სანამ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატები მკაცრად აკრიტიკებენ და დიქტატორი პუტინის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რესპუბლიკელი კონგრესმენები ტრამპს მადლობას უხდიან.
რა მოხდა თეთრ სახლში და როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები – ქეთი ჩოხელი განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში.