დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი, რაზეც ლიდერებმა თეთრ სახლში ისაუბრეს, ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა იყო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
კიდევ რა საკითხებზე ისაუბრეს უკრაინისა და შტატების პრეზიდენტებმა? – დეტალებით თიკა მიგინეიშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.