დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრა იწყება

მსოფლიო მედიის ყურადღება ფინეთის პრეზიდენტის სასახლისკენ არის მიმართული. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრა იწყება. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უკვე ჰელსინკიში არიან. გეგმის მიხედვით, მათი მოლაპარაკებები სამ საათს უნდა გაგრძელდეს.

ფინეთის დედაქალაქში უკიდურესად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პუტინისა და ტრამპის შეხვედრის პარალელურად, უკვე მეორე დღეა, იმართება საპროტესტო აქციები. ჰელსინკიში იმყოფება პირველი არხის კორესპონდენტი ლევან ახალაია.