დონალდ ტრამპმა სისრულეში მოიყვანა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დღეიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფები დაუწესა. კერძოდ, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25-პროცენტიანი, ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე კი ათპროცენტიანი ტარიფები განისაზღვრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანალოგიური ზომების მიღებას გეგმავს ტრამპი ევროკავშირთან მიმართებითაც. ის ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები ამერიკას „საშინლად ექცევიან“ და არ ყიდულობენ ამერიკულ საქონელს, ამიტომ ევროკავშირის წინააღმდეგ, ის შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს.