დონალდ ტრამპის პასუხი ირანს
დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო. ამის შესახებ გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს. სტატიის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ირანზე დარტყმების განახლებაა მოსალოდნელი.
პუბლიკაციის თანახმად, ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ირანი მის მოთხოვნებს შეასრულებს და ამიტომ ირანის დაბომბვის განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა მასშტაბის შეიძლება იყოს პოტენციური დარტყმები.