დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომი ბაიდენის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო. თემაზე მან კონგრესის მიერ მისი არჩევნებში გამარჯვების დამტკიცების შემდეგ გამართულ პირველ ბრიფინგზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დროს ბევრი შეცდომა დაუშვა.
ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა რუსეთის პროვოცირება, შეჭრილიყო უკრაინაში. მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ კრემლში დაინახეს ვაშინგტონის არაკომპეტენტურობა. ამავე თემზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ესმის რუსეთის განცდები უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. მან არ გამორიცხა, რომ ეს კონფლიქტი კიდევ გაფართოვდეს და უარესი გახდეს.
ამასთან ერთად, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოუწოდა ნატო-ში აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს, სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთ პროცენტამდე გაზარდონ. ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი ევროპას უფრო მეტად ეხება, ვიდრე აშშ-ს.
დონალდ ტრამპის განცხადება