დონალდ ტრამპის განმარტება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის „უპირობო დანებება“, შესაძლოა, ამის ოფიციალურად აღიარებას არ გულისხმობდეს და ეს მაშინ მოხდეს, როდესაც ირანელებს ბრძოლა აღარ შეეძლებათ. ტრამპმა აღნიშნა, რომ  შტატების სამხედრო ძალები ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ფენომენალურად“ უმკლავდება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანს 32 გემი ჰყავდა და ახლა ყველა მათგანი ზღვის ფსკერზეა.