დონალდ ტრამპის განცხადება
ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს ძალიან მძიმე დარტყმა ელოდება, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად თეირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი სამხედრო ოპერაციების განახლება არ არის და უპირატესობას დიპლომატიურ შეთანხმებას ანიჭებს, თუმცა, თუ ირანი შეთანხმებიდან კვლავ უკან დაიხევს, პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება, – აღნიშნა ტრამპმა. ამ ფონზე ირანი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.