დონალდ ტრამპის განცხადება

12:17, 04.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის „უკანასკნელი შანსია „კარგი დოკუმენტის“ გასაფორმებლად. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გადადო ირანზე თავდასხმა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლების თხოვნით მოლაპარაკებებს განაგრძობს. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, უკვე დღეს სრულად გაიხსნას. ეს, მისი შეფასებით, შეთანხმების „პირველი ფაზა“ იქნება.

მსგავსი