დონალდ ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის საერთო ენის პოვნის შემთხვევაში, ის თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის 20 წლით შეჩერებას დათანხმდებოდა. ამავდროულად, ტრამპის თქმით, ირანის მიმართ მისი მოთმინება იწურება, რადგან ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში გარღვევის ნიშნები არ ჩანს.