დონალდ ტრამპის განცხადება  

ირანი უკვე 47 წელია თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან და ბოლოს „დიდი პრიზი“ მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და განმარტა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გასწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი შესაძლებლობა მისცა. „ბარაკ ობამა კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი!“ – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, 47 წლის განმავლობაში ირანელები შეერთებულ შტატებს ატყუებდნენ, კლავდნენ მის ხალხს, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ათი ათასობით უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგეს ანადგურებდნენ და იცინოდნენ „კვლავ დიდებულ“ ქვეყანაზე. თუმცა, მისივე თქმით, ისინი ვეღარ გაიცინებენ.