დონალდ ტრამპის განცხადება
ამერიკა ორშაბათს დილით ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს და ეს იქნება ჰუმანიტარული ჟესტი შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და განსაკუთრებით კი ირანის მხრიდან, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის დისკუსია მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა, „ძალიან პოზიტიური“ შედეგი ჰქონდეს. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემებისა და ეკიპაჟის უმეტესობა „გარემოების მსხვერპლია“ და გემები იმ ტერიტორიებიდან არიან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.