დონალდ ტრამპის განცხადება

ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა, ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა. „გემი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ იმყოფება წარსულში უკანონო საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ხომალდს და ვამოწმებთ, რა არის ბორტზე,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ირანში აცხადებენ, რომ გემის დაკავებას პასუხი მოჰყვება.