დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, პაკისტანში ჩავიდეს, თუკი ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება. ამასთან, ირანულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ შტატები-ირანის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პაკისტანში ორშაბათს, 20 აპრილს გაიმართება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ოპტიმიზმი ირანთან შეთანხმების მიღწევაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები 22 აპრილამდე შეთანხმებას არ გააფორმებენ, ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, როდესაც შეთანხმება გაფორმდება, ირანულ პორტებზე ბლოკადა მოიხსნება.