დონალდ ტრამპის განცხადება

ირანი „ჰორმუზის სრუტეში“ გამავალ ტანკერებს, სავარაუდოდ, გადასახადებს აკისრებს, – აცხადებს დონალდ ტრამპი. მისივე თქმით, თუ ეს სიმართლეა, ირანმა ეს ქმედება ახლავე უნდა შეწყვიტოს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არ შეესაბამება ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ამასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელს, შეამციროს დარტყმები ლიბანზე. ტრამპის თქმით, ის მხარს უჭერს ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებს მომდევნო კვირაში ვაშინგტონი უმასპინძლებს.